მარტვილის "მერანმა" საკონტროლო შეხვედრა გამართა პირველლიგელ წყალტუბოს "სამგურალთან" და 4:3 მოიგო. მერანელთაგან გოლები ფონიავამ, მელიავამ და შულაიამ (2) გაიტანეს. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ახალწვეულ შოთა ბაბუნაშვილს, რომელსაც მიკროტრამვა აქვს. მალხაზ ჟვანიას გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 20 ივლისს გამართავს: ჯერჯერობით, მოწინააღმდეგის ვინაობა უცნობია.
"მერანი" დამდეგი სეზონისათვის მარტვილში ემზადება, კვლავ ღიად რჩება მოედნის საფარის დაგების საკითხი. ახალწვეულების დამატებას რაც შეეხება, "მერანი", ალბათ, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით შეივსება.
მარტვილელთა შემადგენლობა "სამგურალთან" ასეთი იყო: შეროზია, ფარულავა, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, გეგია, ლობჟანიძე, კერძელაძე, მელქაძე, მელიავა, ფონიავა, კუჭუხიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მონიავა, ჯღამაია, ხუბუა, ქათამაძე, ციკოლია, ქუცურუა, შულაია, ბანება.
"მერანის" პრესსამსახური