მარტვილის “მერანმა” გორის “დილას” ქუთაისში უმასპინძლა. მარტვილელები საკადრო პრობლემებით შეხვდნენ სტუმრებს. დისკვალიფიცირებული ფონიავას, მელიავას და გეგეჭკორის ნაცვლად იონანიძემ სასტარტოში გეგია, ჯღამაია და ხუბუა ათამაშა.
“დილას” უმაღლეს ლიგაში გავარდნა არ ემუქრება და უფრო მეტი მოტივაციით მარტვილელები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა საკმაოდ უნიათოდ გამოიყურებოდა “მერანი” და კუჭუხიძეს მეკარესთან პირისპირ გასვლას თუ არ ჩავთლით ხიფათი არც შეუქმნიათ მეტოქის კართან.
გორელებმა კი მშვიდად ზედმეტი ენერგიეს დახარჯვის გარეშე მოიგეს.
18–ე წუთზე ბოლქვაძემ კარგი გადაცემა გაუკეთა “მერანის” საჯარიმოში მყოფ გიორგი ქვილითაიას, ამ უკანასკნელმა კი უპრობლემოდ შესძლო კარში ბურთის გადაგზავნა და ანგარიშიც გაიხსნა.
არც გაშვებული გოლის შემდეგ მოუწყვია შტურმი “მერანს”, ფეხბურთელები მოკლე პასებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოსდიოდათ.
მატჩის პირველი ტაიმი თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ისევ ქვილითაია მოექცა ყურადღების ცენტრში, გორელთა თავდამსხმელი მერანის მცველემა საჯარიმოში წააქცია. თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი ბოლქვაძემ უზადოდ შეასრულა 0:2.
65–ე წუთზე რაფაელმა ითამაშა კარგად, ლეგიონერმა გორელთა რამოდენიმე მცველს აუარა გვერდი ცრუ მოძრაობით და ლაშა კუჭუხიძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა კუჭუხიძემ შეყრილაძეს ვერ აჯობა.
70–ე წუთზე კი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა და საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი. ამჯერადაც ბოლქვაძემ გაუკეთა კარგი გადაცემა ქვილითაიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დატყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საბოლოოდ მატჩი 0:3 დასრულდა და თუ მომავალ სეზონში ჩემპიონატში გუნდები 16-მდე არ გაზარდეს, “მერანს” პირველ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.
მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 0:3 (0:2)
ქუთაისი. 16:00 ცეტრალური სტადიონი.
მერანი: მამალაძე, დეკანოსიძე, იობაშვილი, ჯღამაია (ციცხვაია 61), გაბუნია, გეგია, რაფაელი (ბარბაქაძე73), ჯოჯუა, ბაბუნაშვილი (აშორტია 46), ხუბუა, კუჭუხიძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე
დილა: შეყრილაძე, ორბელაძე, კობახიძე (რაჟამაშვილი 49), კვახაძე, გაფრინდაშვილი, გურეშიძე, რაზმაძე (სადაღაშვილი 45), ბოლქვაძე, კოშკაძე (წიქარიძე 80), შალამბერიძე, ქვილითაია.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
გოლები: 0:1 ქვილითაია (18), 0:2 ბოლქვაძე (45+1 პენალტით), 0:3 ქვილითაია (70)
გაფრთხილება: ჯღამაია (59)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
გურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი) 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჩისკო (29 პენალტით), 1:1 ისიანი (54), 1:2 მარცვალაძე (74)
მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ჭანკოტაძე (85)
სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:2 (1:2)
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (12), 1:1 ჭელიძე (37), 1:2 კვასხვაძე (38), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87)
1 | დინამო (თბ) | 28 | 19 | 4 | 5 | 60:20 | 61 |
2 | ზესაფონი | 28 | 16 | 4 | 8 | 37:19 | 52 |
3 | სიონი | 28 | 15 | 6 | 7 | 39:28 | 51 |
4 | ჩიხურა | 28 | 12 | 6 | 10 | 48:43 | 42 |
5 | მეტალურგი | 28 | 11 | 6 | 11 | 31:33 | 39 |
6 | გურია | 28 | 11 | 0 | 17 | 28:43 | 33 |
ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89 პენალტით)
სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84)
1 | ვიტ ჯორჯია | 28 | 11 | 6 | 11 | 36:37 | 39 |
2 | ტორპედო | 28 | 11 | 6 | 11 | 33:39 | 39 |
3 | დილა | 28 | 10 | 8 | 10 | 39:31 | 38 |
4 | სპარტაკი | 28 | 9 | 4 | 15 | 28:36 | 31 |
5 | ზუგდიდი | 28 | 7 | 6 | 15 | 20:39 | 27 |
6 | მერანი | 28 | 6 | 4 | 18 | 21:52 | 22 |
მეგოლეები:
15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”)
9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)
6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;
ედემი ელრჯია