ფეხბურთი

20:11 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მერანმა" კვლავ წააგო

მარტვილის "მერანმა" სამტრედიაში თბილისის "ვიტ ჯორჯია" მიიღო. ზემოთ აღნიშნული მატჩი 4 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო ერთი დღით გადაიდო.

 "მერანს" წარუმატებული შეხვედრების სერიის შედეგად საკმაოდ ცუდად ჰქონდა საქმე სატურნირო ცხრილში და ბუნებრივია თბილისელებთან გასამართ შეხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. არც ვეტერინარებს ჰქონდათ სახარბიელოდ საქმე, სტუმრები მარტვილელებს მხოლოდ ორი ქულით უსწრებდნენ და წაგების შემთხვევაში მასპინძლებს ადგილს გაუცვლიდნენ.

 ამდენად თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეხვედრა საინტერესო და დაძაბული იქნებოდა.

 "მერანს" ტრავმირებულ და დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელთა ნაწილი კი დაუბრუნდა კუჭუხიძეს, ბაბუნაშვილის და მელიავას სახით, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ გუნდი სათამაშოდ ოპტიმალური შემადგენლობით გავიდა.

 საწყისი წუთები გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და სტადიონზე მოსულმა არც თუ ისე მცირე რაოდენობის გულშემატკივარმა სწრაფი გოლიც იხილა.

 მე-12 წუთზე კორიფაძემ კუთხური ჩააწოდა, კარის ხაზთან მარტოდ მყოფმა კუხალეიშვილმა კი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. თითქოს მასპინძლები სწრაფ გოლს უნდა გაეტეხა, მაგრამ მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ პირიქით მოხდა - უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს და ამან შედეგიც გამოიღო.

 პირველი სახიფათო დარტყმა 15-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა განახორციელა, ბურთი მცირედით აცდა კარს.  20-ე წუთზე "მერანმა" მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. გოლი მასპინძლებმაც კუთხურიდან გაიტანეს. ბაბუნაშვილის გამოზომილ ჩაწოდებას მარტვილელთა მცველმა ლაშა ღონღაძემ ზუსტი თავური დარტყმით უპასუხა და ანგარიში 1:1 გახდა.

 23-ე წუთზე მარტვილელებს წინ გასვლაც შეეძლოთ. მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ბაბუნაშვილმა სტუმართა მცველი კარგად ჩამოიტოვა და გამჭოლი გადაცემა გაუკეთა ფლანგზე შულაიას, რომელმაც ციკოლია მოძებნა, თუმცა მის დარტყმულს მეკარე ადვილად დაეუფლა.

 ტაიმის მიწურულს ისევ შულაია აქტიურობდა. ციკოლიას კარგი გადაცემის შემდეგ ის სტუმართა გუნდის საჯარიმოში შეიჭრა, მცველის მოტყუება კი შეძლო, მაგრამ ორთაბრძოლისას წაიქცა. გულშემატკივრები  თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯის აზრით თამაშის წესი არ დარღვეულა.

თუ პირველი ტაიმი "მერანის" კარნახით მიმდინარეობდა იგივეს ვერ ვიტყვით მეორე ტაიმზე. მარტვილელები ცდილობდნენ სწრაფი გოლი გაეტანათ და სიჩქარეში ხშირად ცდებოდნენ, ვეტერინარები კი კონტრიერიშებს საკმაოდ კარგად იყენებდნენ.

 მართალია, მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ჯერ ბაბუნაშვილი დაემუქრა სტუმართა კარს, შემდეგ კი აკაკი შულაია, თუმცა ორივეჯერ უშედეგოდ.

 მატჩის დასრულებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი და "მერანს" გამარჯვება თუ არა, ქულა მაინც უნდა მოეპოვებინა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

 შეცვლაზე შესულმა პავლიაშვილმა კარგი პასი გაუკეთა "მერანის" საჯარიმოსთან მყოფ ნიკოლოზ მაისურაძეს, ამ უკანასკნელმა კი მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:2

შეხვედრის მიწურულს მარტვილელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ამაოდ.

კახა ჩხეტიანი: "დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. წარუმატებლობას ჩემ თავზე ავიღებ. მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს ბრძოლისთვის, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და ყველას ვინც გვერდით გვიდგას".

ზურაბ ბერიძე: " მძიმე მატჩი იყო, მიუხედავად იმისა, რომ "მერანი" სატურნირო ცხრილში სასურველ ადგილზე არაა, კარგი გუნდი და თამაში გაგვიჭირდა. აქცენტი სწრაფ გოლზე გვქონდა და ბიჭებმაც გაამართლეს. მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, "მერანს" კი წარმატებებს ვუსურვებ.

 

"მერანი" (მარტვილი) - "ვიტ ჯორჯია" (თბილისი) 1:2 (1:1)

5 დეკემბერი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი.

"მერანი": შეროზია (კ), გეგეჭკორი, ღონღაძე, გაბუნია, მელიავა, ქარქუზაშვილი (აშორტია, 76), ფონიავა, ბაბუნაშვილი, ციკოლია (მელქაძე, 72), შულაია (ქათამაძე, 91), კუჭუხიძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

"ვიტ ჯორჯია": დაუშვილი, ადამაძე, გეთიაშვილი, კასრაძე, მჭედლიშვილი, დავლაშელიძე, მაისურაძე, კორიფაძე (პავლიაშვილი, 61), ჯანელიძე (ღიბრაძე, 76), სიჭინავა (წყაროზია, 73). კუხალეიშვილი.  

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: კუხალეიშვილი (12), ღონღაძე (20), მაისურაძე (76).

გაფრთხილება: ღონღაძე (28), დავლაშელიძე (35), ქარქუზაშვილი (60)

მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი

 

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (48), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (62) 

 

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლადო ახალაია (63) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 თორნიკე კაპანაძე (20) 

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვილი ისიანი (29), 1:1 ჩისკო (58), 1:2 გიორგი მერებაშვილი (79), 1:3 ჯაბა დვალი (89)

 

1      დინამო (თბ)                                                15           11           3           1            37:12           36          
2 ჩიხურა 15 9 3 3 33:21 30
3 გურია 15 8 0 7 17:21 24
4 დილა  15 6 5 4 20:14 23
5 მეტალურგი 15 6 5 4 20:19 23
6 ზესტაფონი 15 6 4 5 17:12 22
7 ტორპედო 15 6 4 5 18:15 22
8 სიონი 15 6 4 5 19:18 22
9 ვიტ ჯორჯია 15 5 3 7 19:23 18
10 მერანი 15 4 1 10 14:30 13
11 სპარტაკი 15 3 1 11 11:24 10
12 ზუგდიდი 15 1 5 9 5:20 8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

7 - ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)

4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)  

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

ედემ ელერჯია

 

0.141521