ფეხბურთი

23:39 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი” “ვიტ ჯორჯიასთან” დამარცხდა

  “მერანმა” “ვიტ ჯორჯია” სამტრედიაში მიიღო. როგორც კლუბის ხელმძღვანელობიდან შევიტყვეთ მარტვილელები საშინაო შეხვედრების გამართვას საკუთარ მოედანზე სექტემბრიდან შეძლებენ.

 გარდა ამისა “მერანში” ძირეული ცვლილებები მოხდა ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე. ჩამოიყვანეს  უკრაინელი სპეციალისტი, გუნდი გაძლიერდა ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან: ბოლქვაძე, ჩიმაკაძე, კოშკაძე. ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი აკაკი შულაია.

 აქედან გამომდინარე ნომინალურ მასპინძლებს უფრო მეტი ბრძოლა უნდა გაემართათ მეტოქეს წინააღმდეგ თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა..

 პირველი ხიფათი “მერანის” კართან მე-4 წუთზე შეიქმნა, დემეტრაშვილი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და უფრო ძლიერად რომ დაერტყა ალბათ ანგარიშიც გაიხსნებოდა.

 “მერანელები” შეუთამაშებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ , ხშირი იყო უზუსტო პასები და შეუთანხმებელი თამაში. რასაც გოლი მოჰყვა მათ კარში.

 14-ე წუთზე ტანდაბალმა კვირკვიამ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე იბრძოლა და წარმატებითაც, მის მიერ თავით დარტყმული ბურთის აღება მამალაძემ ვერ შესძლო.

 მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ, თუმცა მეორე გოლიც “მერანის” კარში გავიდა.

  თუ პირველ შემთხვევაში კვირკვია თანაგუნდელის ჩაწოდებას გამოეხმაურა, ამჯერად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლო ანგარიშის გაზრდა. Yყველაფერი კი “მერანის” ფეხბურთელების შეცდომას მოჰყვა, მარტვილელებმა მოედნის ცენტრში ბურთი მარტივად დაკარგეს, რის შედეგადაც მათე კვირკვიას მიუვიდა ბურთი, კვირკვიამ სისწრაფეში აჯობა მცველს და საჯარიმოში შესულმა მარჯვენა დაბალ კუთხეში გაურტანა მამალაძეს 0:2.

  პირველ ტაიმში ბოლქვაძის მიერ შესრულებულ ჯარიმას თუ არ ჩავთვლით “მერანს” სახიფათო მომენტი არც შექუმნია.

  მეორე ტაიმის საწყის წუთებში მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა ფეხბურთელებს შორის, მსაჯმა შელაპარაკებისთვის “ვიტ ჯორჯიას” სათადარიგოში მყოფ ჩალიგავას უჩვენა წითელი ბარათი.

 58 –ე წუთზე კი “მერანს” გოლის გატანის პირველი შანსი მიეცა, გეგიას მიერ ჩაწოდებულ ბურთს შესვლაზე შემოსულმა შულაიამ შეუშვირა თავი, თუმცა მეკარე ჯონი შეროზიამ თავის ყოფილ თანაგუნდელს არ გაატანინა.

 ამის  შემდეგ მეორე ეპიზოდშიც ითამაშა კარგად “ვიტელთა” მეკარემ, როცა ფონიავას მიერ სახიფათოდ დარტყმული კუთხურზე მოიგერია.

 უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში “ვიტ ჯორჯიას” ყველა რგოლმა დამაჯერებლად ითამაშა, უშეცდომო იყო დაცვის ხაზიც და ბევრი იშრომა სტუმართა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ. რაც შედეგზეც აისახა. “ვიტ ჯორჯიამ” საბოლოოდ 0:2 გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

 

  მათე კვირკვია (დუბლის ავტორი) : “ძალიან გახარებული ვარ რომ ორი გოლის გატანა შევძელი. პირველი ტურია და ორმაგად სასიხარულოა ჩემპიონატის კარგად დაწყება. ჩვენმაGგუნდმა იბრძოლა და დამსახურებლად გავიმარჯვეთ.”

 

შალვა ღონღაძე: “პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას ეროვნული ჩემპიონატის დაწყება. რაც შეეხება მატჩს, უფრო დაძაბულ თამაშს ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მომდევნო მატჩებში გამოსწორდება ყველაფერი”.

 

ზურაბ ბერიძე: “საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადავწყვიტეთ თამაშის ბედი, თუმცა გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა და ნახეთ ალბათ კიდევ გვქონდა გატანის შანსი. ბიჭებს მადლობას ვუხდი ბრძოლისთვის. ”მერანს” კი წარმატებებს ვუსურვებ”.

 

მერანი  (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2 (0:2)

 

10 აგვისტო. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.”

 

მერანი: მამალაძე, ჩიმაკაძე, მელიავა, ფონიავა, წყაროზია, გეგია, ჯღამაია (ორბელაძე, 46), ლომაშვილი, გეგეჭკორი, ბოლქვაძე (ციცხვაია, 75), კოშკაძე (შულაია, 56)

 

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კალანდია, გეთიაშვილი, საბაძე, მურუსიძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ღიბრაძე, 61), დემეტრაშვილი (თათხაშვილი, 70), კვირკვია (დადიანი, 59)  ლობჯანიძე,

 

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

 

გოლები: კვირკვია (14), (36)

 

გაფრთხილება: კოშკაძე (42), კურდღელაშვილი (70), შულაია (73), თათხაშვილი (76)

 

წითელი ბარათი: ჩალიგავა (52)

 

მთავარი მსაჯი:  მალხაზ ბეუქლიშვილი

 

 ედემი ელერჯია

 

 

 

 

 

 

 

 

0.329505