ფეხბურთი

16:11 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანიას განცხადება “ტორპედოს” თემაზე

მერაბ ჟორდანიამ განცხადება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ქუთაისის “ტორპედოს” შეძენას აპირებდა. არნემის “ვიტესის” ყოფილმა მფლობელმა ჟურნალისტ ელენე ბილიხოძესთან საუბარში თქვა, რომ კლუბი არ შეუძენია, თუმცა მზადაა, კონსულტაციების სახით დაეხმაროს კლუბს:

“მერაბ ჟორდანია ფეხბურთში გიორგი დემეტრაძის დაბრუნებას და „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნას მიესალმება და მზადაა კონსულტაციის სახით მათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

ამასთან, ბატონმა მერაბ ჟორდანიამ დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი მხრიდან ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება”.

0.114205