ფეხბურთი

17:53 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანია საზოგადოებრივ სამუშაოებს კარგად ასრულებს

 

ჰოლანდიურმა ინტერნეტგამოცემა omroepgelderland.nl-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “მერაბ ჟორდანია საზოგადოებრივ სამუშაოებს კარგად ასრულებს”.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ არნემის “ვიტესის” ყოფილ მფლობელს ჰოლანდიის სასამართლომ საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება დაავალა, რადგან დამნაშავედ სცნო, რომ კლუბის დირექტორს იოსტ დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა.

ჟორდანია ქალაქ ერმელოს ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. ის ვალდებული იყო 20 საათი დატვირთულიყო და თავისი ვალი ოთხშაბათს საბოლოოდ მოიხადა. მაღაზიის მენეჯერის გერტ ვესელსის თქმით, ჟორდანია მორიდებულად იქცეოდა. ის სასიამოვნო თანამშრომელი იყო. მაღაზიაში არ უთაკილია მასზე უმცროსი თანამშრომლისგან ესწავლა თუ რა უნდა გაეკეთებინა და “ბოსსაც” ეძახდა. omroepgelderland.nl-ის ინფორმაციით, ჟორდანია სამსახურში ყოველ დღე ტაქსით მიდიოდა და თავი წარმოაჩინა მუშაკმა, რომელიც ყველას ესაუბრებოდა.

0.121039