მექსიკის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
მექსიკელები, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, პლეი ოფში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრაზილიაში გამგზავრების რეალური შანსი აქვთ, მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ნაკრების თავკაცად, მანუელ ვუჩეტიჩის ნაცვლად, მიგელ ერერა დანიშნა.
ერერა მეოთხე მწვრთნელია, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მექსიკელებს უხელმძღვანელებს.