ფეხბურთი

12:46 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკელმა პოლიტიკოსმა რონალდინიო შეურაცხყო

 

“კერეტაროს” ბრაზილიელ ახალწვეულ რონალდინიოს ცნობილმა მექსიკელმა პოლიტიკოსმა კარლოს ტრევინომ შეურაცხყოფა მიაყენა.

“ვცდილობ ვიყო მომთმენი, მაგრამ მეზიზღება ფეხბურთი და მისი სულელური გავლენა ადამიანებზე. ამ ფეხბურთს უფრო მეტად ვერ ვიტან მაშინ, როდესაც ადამიანები ქუჩებს ავსებენ და ამის გამო სახლამდე მისასვლელად მთელი ორი საათი მჭირდება. და ეს ყველაფერი მაიმუნის გამო. ბრაზილიელის და მით უმეტეს მაიმუნის! ეს სულელების ცირკია” - დაწერა ტრევინომ საკუთარ Facebook-ის გვერდზე.

“კერეტაროს” ხელმძღვანელობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებამ აღაშფოთა და მისი დასჯა მოითხოვა. კლუბის ოფიციალურ საიტზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა:

“რასიზმი, ქსენოფობია, გენდერული უთანასწორობა და სხვა დისკრიმინაციული გამონათქვამები ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა,რომელიც უნდა აღმოიფხვრას. პოლიტიკოსმა კარლოს მანუელ ტრევინო ნუნიესმა სოციალური ქსელის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენა რონალდინიოს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთო დეკლარაციას, სადაც წერია - “ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება და თანასწორი უფლებებით სარგებლობს”. სწორედ ამიტომ, ჩვენ პოლიტიკოსის დასჯას მოვითხოვთ”.

თეგებირონალდინიო
0.121799