როგორ იცით, მექსიკაში აქამდე უკვე ორჯერ გაიმართა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ მართლაც საინტერესო და ლამაზ ქვეყანაში მუნდიალი კარგა ხნის მანძილზე აღარ გაიმართება, რადგან ორჯერ მასპინძლობის ბედნიერება ისეთ ქვეყნებსაც კი არ ჰქონიათ, როგორიც მაგალითად არგენტინა და ინგლისია.
მექსიკელი მოდელი, რეიჩელ პომპლუმი ძალიან განიცდის, რომ იმ ეპოქაში იშვა და აღიზარდა, როდესაც მექსიკაში ორი მუნდიალი უკვე ჩატარებულია და მექსიკელებს კარგა ხნის მანძილზე მოუწევთ ცდა, სანამ ეს ბედნიერება მესამედ ეღირსებათ.
“სიმართლე რომ გითხრთ, ძალიან მშურს ჩემი ბრაზილიელი კოლეგების, რომლებიც მუნდიალისათვის ფეხბურთელებზე არანაკლებად ემზადებიან. მე მოდელის კარიერას ალბათ ისე დავასრულებ, რომ მექსიკაში ასეთი დიდი ამბავი აღარ მოხდება. ამ კუთხით ნამდვილად არ გამიმართლა“ – გულამოსკვნით ამბობს მშვენიერი რეიჩელი.