თამაშგარე

10:44 | 22.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

მექალთანე იოჰან ბლეიკი

იამაიკელი სპრინტერი იოჰან ბლეიკი, რომელმაც აწდასრულებულ ლონდონის ოლიმპიადაზე ლეგენდარული უსაინ ბოლტის შემდეგ საუკეთესო შედეგები აჩვენა, ისეთი “გაცვეთილი” მექალთანე ყოფილა, მისი შემყურე თვით კაზანოვაც კი ხელებს ზეაღაპყრობდა და იოჰანის უპირატესობას აღიარებდა.
ლონდონის ოლიმპიადაზე სპრინტერთა შეჯიბრებები დასრულებულა თუ არა, იოჰანსაც აუშვია ”აფრები” და ნაცვლად იმისა, რომ სხვა თანამემამულე სპორტსმენების შეჯიბრებებს დასწრებოდა და გაემხნევებინა, ლონდონის ბოჰემურ ცხოვრებაში პირდაპირ თავით გადაშვებულა.
მიუხედავად იოჰან ბლეიკის ასეთი ქალთმოყვარეობისა, მას არასოდეს ჰყოლია ე.წ. მეგობარი გოგო. როგორც მორბენალი ამბობს, მას უბრალოდ დრო არა აქვს ცოლის მოსაყვანად და არც ქალების კაპრიზების ატანა სურს. ”გელფრენდი” კი მისი აზრით უკვე ცოლია და საყვარლის ყოლას ურჩევნია ისევ ცოლი მოიყვანოს, რასაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ აპირებს.
 

0.225567