ჭიდაობა

13:46 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალი მხოლოდ ხინჩეგაშვილმა გადალახა

 

უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) კი ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულა.

მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა ბელარუს ვლადისლაუ ანდრეიუს 4:0 მოუგო და მორიგ ორთაბრძოლაში მონღოლ ბეხბაიარ ერდენებატს დაეჭიდება. მარსაგიშვილმა კი ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ასლან კახიძესთან 7-ქულიანი უპირატესობა (7:0) ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 9:10 დამარცხდა.

0.117637