ჩოგბურთი

23:53 | 1.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალი მარეის გარეშე

 ტომაშ ბერდიხის შემდეგ Qatar ExxonMobil Open-ს კიდევ ერთი ფავორიტი, შოტლანდიელი ენდი მარეი ჩამოშორდა. უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი 30 წლის გერმანელ ფლორიან მაიერთან 6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა და ტურნირის მეოთხედფინალამდე ვერ გააღწია.

მატჩი საათსა და 52 წუთს გაგრძელდა. მაიერმა 4-4 ბრეიკი და ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში პირველად სძლია მარეის. მეოთხედფინალში მაიერი რუმინელი ვიქტორ ჰანესკუსა და ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს შორის მოგებულს გაეჯიბრება.

0.124116