საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ანდორაში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის ევროპული ზონის ტურნირზე. ქართველებმა 34:24 მოუგეს დიდ ბრიტანეთს და ნახევარფინალში გასვლა გაინაღდეს.
ნახევარფინალამდე, პარასკევს, კიდევ ერთი მატჩი გვაქვს მოლდოვასთან, შაბათ-კვირას კი პლეი ოფია. ტურნირის გამარჯვებული გავა ინტერკონტინენტალურ ფინალში, რომელიც 2015
IHF მსოფლიო თასი. ევროპის ზონა. ანდორა, 21-25 მაისი, 2014
A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია.
B ჯგუფი:
21 მაისი. საქართველო – ალბანეთი 45:18
22 მაისი. საქართველო – დიდი ბრიტანეთი 34:24
23 მაისი, 18:00
24 მაისი, ნახევარფინალები
25 მაისი, ფინალი
საქართველოს ახალგაზრდული (20 წ.) ნაკრები
მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (სტუ), ზურაბ ცინცაძე (პეგასი).
მოთამაშეები: ზურაბ სიმონია, შალვა სტურუა, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ლაშა არსენაშვილი (სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამირან აბჟანდაძე, გიგა კოხრეიძე, გიორგი დიხამინჯია (პეგასი), გივი გიორგაძე, ომარ ალანია (იმედი).
მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი; ექიმი: ლევან ლინნიკი.
www.geohandball.ge