ძიუდო

18:42 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეორე დღის მონაგარი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრის მეორე დღე მშვენიერი შედეგით დაასრულა. კაცებში მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა და ორივე წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ძიუდოისტები ავიდნენ.

73 კილოგრამში ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა სულაც სამივე სინჯის მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა. ფინალში მან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილი კი ზებედა რეხვიაშვილმა დაიკავა.

81 კილოგრამში ყველას ავთანდილ ჭრიკიშვილმა აჯობა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გადამწყვეტ ბრძოლაში ამერიკელი ტრევის სტევენსი დაამარცხა. ამავე წონაში უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩამოთვლილ ძიუდოისტთა გარდა დღეს ქართული დროშის ქვეშ ფრიდონ გიგანმა (73 კგ), გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა ზურაბიანმა (ორივე 81 კგ), ნინო მარტიაშვილმა, შორენა შარაძემ (ორივე 63 კგ) და თეა სუხიტაშვილმაც (70 კგ) იჭიდავეს, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.

გრან პრი ხვალ დასრულდება. კაცებში მედლები 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში.  

0.163986