ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მისი ყოფილი გუნდის, “ბარსელონას” თამაში პროგნოზირებადი გახდა.
“ტალანტი პროგნოზირებადი არაა. “ბარსელონას” თამაშის პროგნოზირებადობაზე საუბარი არ მომწონს. როდესაც პაკო დე ლუსიას (ესპანელი კომპოზიტორი და გიტარისტი) მოსასმენად მივდივარ, ვიცი რასაც მოვისმენ. თუმცა, მოსალოდნელისა და პროგნოზირებადის გარდა, შესაძლოა, ნოვაციაც ვნახო.
ტატა მარტინო “ბარსელონაში” რევოლუციის მოხდენას არ ცდილობს. არსებული ფილოსოფიის შენარჩუნებაა საჭირო და არა ახალი ველოსიპედის გამოგონება. ვფიქრობ, სისულელე იქნებოდა იმ ხელოვნების ნიმუშის შეცვლა, რომელიც გვარდიოლამ შექმნა.” – ციტირებს მენოტის სიტყვებს Goal-ი.