ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა ნახევარმცველმა ჟერემენი მენეზმა საწვრთნელი პროცესის დროს ტრავმა მიიღო. L’Equipe-ს ცნობით, პარიზელთა გარემარბს საზარდული სტკივა.
მენეზი პარასკევის ვარჯიშზე დაშავდა. უახლოეს პერიოდში, ფრანგს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდება.
გადაწყვეტილია, რომ მენეზი “სოშოსთან” კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მის გარდა, პარიზელებს ვერც ლუკას მოურა დაეხმარება, რომელმაც “ვალენსიასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში ტერფი დაიზიანა.