დიდი ალბათობით, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ჟერემი მენეზი კარიერას “მილანში” განაგრძობს. ამის შესახებ ჩანალ+-ი იუწყება.
27 წლის ფრანგს პარიზელებთან კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება 1 ივლისიდან, თავისუფალი აგენტი ხდება. “მილანი” “რომას” ყოფილ გარემარბთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, მენეზმა პსჟ-ს მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა. პარიზელები ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ “მილანი” ფრანგს ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდებს.