იტალიის ”მილანის“ განელი ფეხბურთელი კევინ პრინც ბოატენგი და მისი ლამაზმანი შეყვარებული მელისა სატა, შესაძლოა, დაქორწინდნენ.
სანამ ოჯახურ უღელს დაიდგამდეს, ულამაზესმა მელისამ კიდევ ერთხელ “გაშალა ფრთები“ და გამომწვევ ბიკინებში გამოწყობილმა, ავსტრალიურ ჟურნალ “სპორტისთვის“ იპოზიორა.
მელისა სატას სახელი სკანდალურად არა ერთ ფეხბურთელს უკავშირდება. ყვითელი პრესა დღემდე ჭორაობს მის და კრიშტიანუ რონალდუს ფარულ რომანზე, რასაც ორივე მხარე უარყოფს. ხუთი წლის წინ კი, მელისა იტალიელ ფეხბურთელ კრისტიან ვიერის სატრფო იყო. როგორც ჩანს, ლამაზმანი, ფეხბურთელი ბოიფრენდების კოლექციონერია და საკითხავია, შედგება კი ბოატენგთან მისი ქორწინება, თუ მორიგ ფეხბურთელთან წამოიწყებს ახალ რომანს.