ჭადრაკი

19:04 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მელიას ხომერიკი ჩაანაცვლებს

18 თებერვლიდან იწყება საქართველოს 71-ე ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობაზე, ოჯახური მდგომარეობის გამო  უარი განაცხადა ინდივიდუალურ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა სალომე მელიამ. მის შემცვლელად ახალგაზრდა მოჭადრაკე ნინო ხომერიკი (2047 ქულა) განიხილებოდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან არსებული ქალთა კომისიის გადაწყვეტილებით, 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში მელიას ხომერიკი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჩემპიონატში, მანამდე, ქალთა შორის საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე სოფიკო გურამიშვილმა (2400) ჩაანაცვლა. ხომერიკისა და გურამიშვილის გარდა, ეროვნულ ჩემპიონატში ბელა ხოტენაშვილი (2527), ნინო ხურციძე (2456), ლელა ჯავახიშვილი (2430), ნინო ბაციაშვილი (2428), მერი არაბიძე (2374), სოფიო გვეტაძე (2334), ინგა ხურცილავა (2232), სოფიო ნიკოლაძე (2201), ანა კუჭავა (2149) და ნანი უნაფქოშვილი (2061) ითამაშებენ.

0.113969