ჭადრაკი

21:18 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მელიამ ნაკრების სია შეავსო

დასრულდა ჭადრაკში საქართველოს ნაკრების 2 წევრის შესარჩევი მატჩ-ტურნირი, რომელსაც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მდებარე კლუბი ნტნ მასპინძლობდა. ასპარეზობა, რომელშიც სამი სპორტსმენი: ნინო ხურციძე, სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი მონაწილეობდნენ, ორ წრედ ჩატარდა. 2,5-2,5 ქულით I-II ადგილები ხურციძემ და მელიამ გაიყვეს და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მე-3 ადგილზე გასული ბაციაშვილი ხურციძეს და მელიას ქულანახევრით ჩამორჩა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ნაკრებში, რომელიც 20-27 თებერვალს ბორჯომში ერთკვირიან შეკრებას გაივლის, კონკურსგარეშე მოხვდნენ ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი.
აღნიშნული შეკრება დაგეგმილია მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელსაც 2-13 მარტს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა უმასპინძლებს. საქართველოს გარდა მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის, ჩინეთის, უკრაინის, აშშ-ს, ინდოეთის, სომხეთის, რუმინეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ნაკრები გუნდები გამოვლენ.

0.115253