კალათბურთი

14:29 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეფე ლებრონის” მორიგი გაბრწყინება

 

“მაიამი ჰითის” ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა და ფლორიდული კლუბი ნბა-ს ნახევარფინალს კიდევ უფრო მიაახლოვა. “მეფე ლებრონმა” 49 ქულა ჩააგდო, “ჰითმა” კი “ბრუკლინ ნეთსს” სტუმრად 102:96 სძლია და სერიაში 3:1 დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმსმა პლეი ოფში 49 ქულის მოგროვება კარიერაში უკვე მეორედ შესძლო. 2009 წელს, როდესაც ლებრონი ჯერ კიდევ “კლივლენდ კავალიერსის” ღირსებას იცავდა, აღმოსავლეთ კონფერეციის ფინალში მისი მსხვერპლი “ორლანდო მეჯიქი” გახდა.

ცნობისთვის, პლეი ოფში ჩაგდებული 49 ქულა რეკორდია “ჰითის” კალათბურთელებისთვის. აქამდე საუკეთესო შედეგი დუეინ უეიდს ჰქონდა, რომელმაც 2010 წელს 46 ქულა მიითვალა.

საინტერესოა, რომ ჯეიმსს რეკორდის გაუმჯობესებაც შეეძლო, თუმცა, ბოლო წამებზე საჯარიმო ააცილა. სწორედ ამიტომ, ლებრონმა ნახევრადირონიულად განაცხადა: “პირველადაა, რომ მოგებული მატჩის შემდეგ უკმაყოფილი ვარ. სპოელსტრამ ბოლო მეოთხედში მოედნის დატოვება მთხოვა. ბერ გეტყვით, ეს ხუმრობა იყო თუ არა, თუმცა, ნამდვილად ვერ გაგიმეორებთ, რა ვუპასუხე. თამაშის ბოლომდე დასრულება მსურდა. ეს ის მატჩი გახლდათ, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო”.

“პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან” სერიაში პირველი შეხვედრა დათმო “სან ანტონიო სპურზმა”, რომლის ავტობუსიც “მოდა სენთერში” გზად მცირე ავარიაში მოჰყვა და სარბიელს დაგვიანებით უწია. აღნიშნულის ბრალი ნამდვილად არ იქნებოდა, თუმცა, ტეხასელები მე-3 მეოთხედში 20:35 განადგურდნენ და მატჩი 92:102 დათმეს.

“სპურზის” თავკაცმა გრეგ პოპოვიჩმა მარცხის მიზეზებზე გულახდილად ისაუბრა. “საჭირო თავდადებითYარ გვითამაშია და მატჩზე სრულად ფოკუსირებაც ვერ მოვახდინეთ. სერიის საწყისი სამი შეხვედრისგან განსხვავებით, დაცვაში სუსტად გამოვიყურებოდით. ვერც ფიზიკური და ვერც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შესაბამის დონეზე ვერ გავისარჯეთ”.

 

ბრუკლინი – მაიამი 96:102 (22:27, 27:29, 27:23, 20:23)

ბრუკლინი: ჯონსონი (18 ქ.), პირსი (16 ქ. 7 მ.), უილიამსი (13 ქ. 7 პ.), ლივინგსტონი (13 ქ.), გარნეტი (8 ქ. 7 მ.); ანდერსონი (10 ქ.), ბლატჩი (8 ქ. 8 მ.), კირილენკო (6 ქ.), ტელეტოვიჩი (4 ქ.).

მაიამი: ჯეიმსი (49 ქ.), უეიდი (15 ქ.), ბოში (12 ქ.), ჩალმერსი (8 ქ. 7 პ.), ბატიე (2 ქ.); ალენი (11 ქ. 7 მ.), ანდერსენი (5 ქ.), კოული, ჯონსი, ლუისი.

მაიამი იგებს სერიას 3:1

 

პორტლენდი – სან ანტონიო 103:92 (29:24, 21:24, 35:20, 18:24)

პორტლენდი: ლილარდი (25 ქ.), ოლდრიჯი (19 ქ.), ბატუმი (14 ქ. 14 მ. 8 პ.), მეტიუზი (10 ქ. 8 მ.), ლოპესი (9 ქ. 12 მ.); ბარტონი (17 ქ.), რობინსონი (9 ქ.), უოტსონი, მაკკოლუმი.

სან ანტონიო: პარკერი (14 ქ.), დანკანი (12 ქ. 9 მ.), ლენარდი (11 ქ. 7 მ.), გრინი (9 ქ.), სპლიტერი (6 ქ.); დიაო (12 ქ.), მილსი (10 ქ.), ბელინელი (8 ქ. 7 მ.), ჯოზეფი (5 ქ.), ბეინსი (3 ქ. 7 მ.), ჯინობილი (2 ქ.), ეირსი, ბონერი.

სან ანტონიო იგებს სერიას 3:1

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.12597
სარეკლამო ადგილი - 99
X x X