ჩოგბურთი

14:51 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეფარიძის ყაზახური მეოთხედფინალი

17 წლის ქართველი ჩოგბურთელი შოთა მეფარიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა და გუნდთან ერთად დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის III ჯგუფის თამაშებზე იმყოფებოდა, ყაზახეთში ალმატის საერთაშორისო ტურნირზე გამოჩნდა.

მეფარიძე იუნიორთა შეჯიბრზე მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი და მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა. შოთამ მასპინძლებს – გნილოზუბოვს და არაშოვს შესაბამისად, 6:3, 6:1 და 6:0, 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი მე-6 განთესვის მქონე ბელარუს დუბინსკისთან 1:6, 4:6 წააგო.

წყვილებში მეფარიძეს და თურქ ადანალის მე-2 განთესვა გააჩნდათ და ყაზახებს – ელტაევს და იუსუპოვს 6:0, 6:1 მოუგეს, შემდეგ კი მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტთან (ხაბიბულინი-ხასანოვი) დამარცხდნენ – 4:6. 6:0, 6:10.

0.122092