21-23 მარტს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - თბილისის გრან პრის უმასპინძლებს, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია.
თბილისის გრან პრი საქართველოში 2014 წელს პირველად ტარდება. გრან პრის სტატუსი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისს 2013 წლის მიწურულს მიანიჭა, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სამინისტროში სამხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა შორის, ჩემპიონები 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
გრან პრიზე დასასწრები მედია-აკრედიტაციის მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის პროცედურა უნდა გაიარონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ საიტზე, შემდეგ მისამართზე - http://www.datastat.si/IJF_media/
აკრედატიციის პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება 15 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს - 2 23 54 33
სამინისტროს პრესსამსახური