საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ) მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მეტოქის დამარცხება მოახერხა. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მერვედფინალში ხორვატ ნევენ ზუგაჟთან წააგო და რადგან ფინალში ვერც ზუგაჟმა გააღწია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაიკარგა. ხორვატთან დაჭიდებამდე კვირკველიამ კუბელი მაილი რაულ კონსეგრა პანფე დაამარცხა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მოსკოვური დღეები ისე დაასრულა, ბეგი დარჩიას შვიდეულის ვერც ერთმა წევრმა კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო.
ოთარ მაღლაკელიძე