სხვა

18:48 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მედალი ჯერაც არ სჩანს...

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე XXVII საზაფხულო უნივერსიადაზე ქართველ მოკრივეებს – ჯაბა ხოსიტაშვილს (75 კგ.) და ვენეტიკ ერანოსიანს (60 კგ.) მედლამდე თითო მოგება დააკლდათ. მეოთხედფინალში ხოსიტაშვილმა ყაზახ ნურდაულეტ ჟარმანოვთან 1:2 წააგო, ხოლო ავეტისიანი სამხრეთკორეელ სანგმინ ლისთან 0:3 დამარცხდა.

წარუმატებელი დღე ჰქონდათ ქართველ ძიუდსოიტებსაც. შალვა ნინიძემ (81 კგ.) პირველ რაუნდში ტაჯიკ ფარჰოდ რაჰიმოვს მოუგო, შემდეგ კი მომავალ ფინალისტ იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან ვერაფერი გააწყო. რეპეშაჟში ნინიძე რუს მურატ ხაბაჩიროვთან დამარცხდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში დავით კარბელაშვილი საწყის წრეში ყაზახ ისლამ ბოზბაევს ვერ გაუმკლავდა.

ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა. უნგრეთთან (3:20) და ავსტრალიასთან (3:15) მატჩებისგან განსხვავებით, ქართველებმა ამჯერად მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოახერხეს, თუმცა კანადასთან მაინც წააგეს – 9:10. 10 ივლისს საქართველოს ნაკრები იაპონიას ეთამაშება, 11-ში კი – რუსეთს.

0.154452