კალათბურთი

12:56 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეცხრეც წააგეს

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ბოლო მე-20 ადგილი დაიკავა და მომავალ წელს თამაში B დივიზიონში მოუწევს.

ეს გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც დავით უსტიაშვილის შეგირდებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ტურნირზე ცხრავე (!) მატჩი წააგეს და თანაც, გამარჯვების შანსი ერთადერთ შეხვედრაში ჰქონდათ, რომელიც შვედეთთან 62:66 დათმეს.

ევროპირველობის უკანასკნელ შეხვედრაში ქართველი 20-წლამდელები მასპინძელ ესტონეთს დაუპირისპირდნენ და ამ გუნდთან უკვე მეორედ დამარცხდნენ. პირველი უიმედო მარცხის (52:74) კვალად, დღეს ანგარიშში ჩამორჩენა “მხოლოდ” 9 ქულა იყო – 70:79.

0.111022