კალათბურთში საქართველოს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე “დინამოსა” და სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, უკანახაზელ გიორგი გამყრელიძეს (04.02.86, 185სმ) წელის ტრავმა აწუხებს და მე-2 წრის მე-4 ტურში “რუსთავი”-“დინამოს” შეხვედრაში მისი თამაში სათუოა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ გამყრელიძემ წელის ტრავმა მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-3 ტურში “ბათუმი-რსუ”-“დინამოს” მატჩის მსვლელობისას მიიღო.
17 თებერვლისთვის, დაკარგული ქულების მიხედვით, “დინამო” ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.