ქართველმა სამბისტებმა სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ახალგაზრდა ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული ზაზა დავაძემ (90 კგ) და ლევან მუქერიამ (100) მოიპოვა, ხოლო ზვიად კაპანაძე (68) ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ჭაბუკებში, მძიმეწონოსანი სლავა რეზესიძემ (+87) ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა და მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში ბექა რატიანი მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდა.
ახალგაზრდა გოგონათა შორის მოჭიდავე ნინო ოძელაშვილიც (72) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო დარინა აბულაძე (48 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ოთარ მაღლაკელიძე