ჭიდაობა

19:25 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე ბრინჯაო პეტრიაშვილისგან

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე მესამე მედალი გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. 18 წლის მძიმეწონოსანმა რეპეშაჟის ფინალში გერმანელი ნიკ მატუჰინი ორ პერიოდში დაამარცხა. პირველი ორწუთეული პეტრიაშვილმა 4:2 მოიგო, მეორეში კი მეტოქეს 5 ქულა ისე აუღო, თავად ერთიც არ დაუკარგავს.

დღეს სპორტის სასახლეში მედლები თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში, ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საპრიზო სამეულები ასე შეივსო.

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

74 კგ

1 ანიუარ გედუევი (რუსეთი)

2 გაბორ ჰატოში (უნგრეთი)

3 გია ჩიხლაძე (უკრაინა)

3 ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი)

 

120 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 ალან ზასეევი (უკრაინა)

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

 

ქალთა ჭიდაობა

 

55 კგ

1 სოფია მაგდალენა მატსონი (შვედეთი)

2 მარია პრევოლარაკი (საბერძნეთი)

3 ირინა ჰუსიაკი (უკრაინა)

3 ემესე ბარკა (უნგრეთი)

 

67 კგ

1 ალინა სტადნიკ მახინია (უკრაინა)

2 ილანა კრატიში (ისრაელი)

3 ალინ ფოკენი (გერმანია)

3 სვეტლანა ბაბუშკინა (რუსეთი)

0.143244