თამაშგარე

10:56 | 17.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

მძარცველებმა არც ბასტოსი დაინდეს

ბოლო დროს საფრანგეთში კრიმინოგენული ვითარება ძალიან გაუარესდა. თითქმის თვე არ გავა ისე, რომ გაქურდული, ანდა დაყაჩაღებული ფრანგი ფეხბურთელების შესახებ არ გავიგოთ. ეს ყველაფერი ფრანგული ფეხბურთისა და საერთოდ საფრანგეთის იმიჯზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებს.
რამდენიმე დღის წინ, მძარცველების მსხვერპლი, ფრანგული საფეხბურთო კლუბის - “ლიონის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი, მიშელ ბასტოსი გახდა. ბასტოსის სახლში (რომელიც ქალაქ ლიონიდან საკმაოდ მოშორებით, ტყისპირას მდებარეობს) ოთხი მძარცველი შეიჭრა და რაც კი ხელში მოხვდათ. ყველაფერი წაიღეს.
ბასტოსმა მძარცველების წასვლის შემდეგ, პოლიცია გამოიძახა და მათთან ერთად, დაკარგული ქონებაც აღწერა. როგორც გაირკვა, მძარცველებმა ბრაზილიელ ნახევარმცველს 25 ათასამდე ევროს ზარალი მიაყენეს. ეს ფული მიშელისნაირი შემოსავლის მქონე კაცისათვის განსაკუთრებით დიდი თანხა ნამდვილად არაა, მაგრამ მხოლოდ დაკარგული ნივთების ღირებულება ხომ არაა მთავარი..
 

0.180383