აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ბოლო ტურის წინ 6.0-6.0 ქულით რუსი მოჭადრაკეები ბორის სავჩენკო (2559) და ალეკსანდრ შიმანოვი (2636) ლიდერობენ. მათ 0.5 ქულით 7 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფში მიჰვყებათ, რომელთა შორის ერთბაშად ხუთი (!) ქართველია.
დამატებითი მაჩვენებლებით, ჩვენებურები ასე არიან გადანალიწებულნი: 5. კონსტანტინე შანავა (2551); 6. ლუკა პაიჭაძე (2535); 7. მერაბ გაგუნაშვილი (2560); 8. ლევან ფანცულაია (2573); 9. გაიოზ ნიგალიძე (2536).
უკანასკნელ მე-9 ტურში, რომელიც 12 მაისს შედგება, პაიჭაძე ნიგალიძეს ეთამაშება, შიმანოვი – შანავას, სავჩენკო – ფანცულაიას, ხოლო გაგუნაშვილი – აზერბაიჯანელ რაუფ მამედოვს (2660).