ტაშკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე 4 ტურის თავზე რუსი პაველ სმირნოვი (2626) და ქართველი მიხეილ მჭედლიშვილი (2621) დაწინაურდნენ და დამატებითი მაჩვენებლებით, პირველ-მეორე ადგილებს აღნიშნული თანმიმდევრობით ინაწილებენ.
მე-4 ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით თამაშობდა და უზბეკი ნოდირბეკ აბდუსატოროვი (2057) დაამარცხა. მომდევნო ტურში მიხეილი თეთრებით სწორედ ხსენებულ სმირნოვს გაეჯიბრება და იქნებ, ერთპიროვნული ლიდერობაც დაიბრუნოს.
ცნობისთვის, აგზამოვის მემორიალის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 4 ათასი ერგება, სულ კი, თანხა 12 მონაწინავეზე გადანაწილდება.