ჭადრაკი

15:28 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი და მელია არაბეთში

არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში დასრულდა ტრადიციული, რიგით მე-14 საერთაშორისო ტურნირი 16th DUBAI OPEN CHESS CHAMPIONSHIP.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და 8.0 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა რომაინ ედუარდმა (საფრანგეთი, 2670).

ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩნენ და II-III ადგილები გაიყვეს ედუარდო იტურიზაგამ (ვენესუელა, 2635) და იური კუზუბოვმა (უკრაინა, 2639).

ტურნირში საქართველოს სახელით ორი მონაწილე ასპარეზობდა: მიხეილ მჭედლიშვილი (2628) და სალომე მელია (2459).

მჭედლიშვილი სატურნირო რეიტინგ-სიით მე-13 საფეხურზე იმყოფებოდა და 6.0 ქულით მეათე-ოცდამერვე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი 25-ე იყო.

რაც შეეხება მელიას, იგი რეიტინგით 42-ე გახლდათ და 5.0 ქულით ორმოცდამეხუთე-სამოცდამეხუთე ადგილები გაიყო, საბოლოოდ კი, 51-ე საფეხური ერგო.

0.120158