იტალიის სერია B-ში მოასპარეზე “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი pianetaempoli.it-ი იუწყება.
კოჭის ტრავმის მორჩენის შემდეგ, მჭედლიძემ გასულ კვირაში ვარჯიში განაახლა, მაგრამ წინა ტურში “სპეციასთან” შეხვედრაში სათადარიგოთა შორისაც ვერ მოხვდა. pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირა 24 წლის ქართველისთვის მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლოა, “ბრეშასთან” სტუმრად ჩასატარებელ მატჩში მოედანზე გასვლის შანსიც ჰქონდეს.