ფეხბურთი

14:00 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა

ლევან მჭედლიძემ ოთხშაბათს “ემპოლის” რიგებში ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა. იტალიური გამოცემა “ლა გაზეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ქართველმა თავდამსხმელმა წვივის ორთავა კუნთის ტკივილი იგრძნო და მოედანი დატოვა. არაა გამორიცხული, 24 წლის ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში “ჩეზენასთან” ვერ ითამაშოს. არადა, მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ ორივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ “ემპოლის” გამოჯანმრთელებული მასიმო მაკარონე დაუბრუნდა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქართველის კონკურენტია.

0.11554