ფეხბურთი

12:20 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ “ემპოლისთან” კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია B-ში მოასპარეზე “ემპოლისთან” კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ “ემპოლის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

23 წლის მჭედლიძეს “ემპოლიში” 2007 წელს ჩაირიცხა. მას შემდეგ, მან ხსენებულ კლუბში 69 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. 2008-2009 და 2009-2010 წლების სეზონში, ის “პალერმოში” გამოდიოდა, სადაც თერთმეტ მატჩში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.

მიმდინარე სეზონში, მჭედლიძემ სერია B-ში ხუთი შეხევედრა ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში არცერთხელ მოხვედრილა, არც გოლი მიუთვლია.

0.117258