იტალიის სერია B-ს მე-13 ტურში, “ემპოლი”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან, სტუმრად “ტერნანასთან” მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდა.
მჭედლიძე სათადარიგო იყო და 74-ე წუთზე მოედანზე ტავანოს მაგივრად შევიდა. შეყილაძე 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. აქვე გეტყვით, რომ “ემპოლიმ” გოლი 85-ე წუთზე ალბერტო მასის დარტყმის შემდეგ გაუშვა. “ემპოლის” 24 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-3 ადგილზეა.
სომხეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში, კაპანის “განძასარი” სტუმრად “ალაშკერტთან” 1:2 დამარცხდა. შოთა ჯიქია “განძასარის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. კაპანელები 16 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე არიან.
“ულისესმა” თავის მოედანზე “პიუნიკს” 1:0 მოუგო. თენგიზ უგრეხელიძე გამარჯვებულთა 18 კაციან განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. “ულისესი” 12 ქულით მეშვიდეა.