ფეხბურთი

16:08 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

 

იტალიის საფეხბურთო სერია B-ში მოასპარეზე “ემპოლის” თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა pianetaempoli.it-ი იუწყება.

ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე მჭედლიძეს მუხლი ეტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, მჭედლიძე მსუბუქად დაშავდა. წესით, ის გუნდს პარასკევს ისევ უნდა შეურთდეს და მომავალ ტურში “ვარეზესთან” მატჩში გუნდის განაცხადში იქნება.

pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელების შემდეგ, “ემპოლის” პირველ გუნდს დაუბრუნდა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ირაკლი შეყილაძე. 


0.114059