როგორც იცით, ლევან მჭედლიძემ რამდენიმე დღის წინ, “ემპოლის” ვარჯიშზე, ტრავმა მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩს გამოტოვებს ლიხტენშტაინთან. ლევანმა კოჭი გაიბზარა და თავიდან იყო საშიშროება, რომ ოპერაცია დასჭირდებოდა, თუმცა “ემპოლის” ექიმმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა. და მაინც, ქართველ ფორვარდს საკმაო პერიოდი გაუცდება.
“დაახლოებით 35 დღეში დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს. მაქსიმუმ, 40 დღეში. ასე რომ, თვეზე მეტი გამიცდება” – უთხრა მჭედლიძემ “მსოფლიო სპორტს”.