ფეხბურთი

18:26 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე “ემპოლის” თვის ბოლო დაუბრუნდება

“ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ვარჯიშს მარტის ბოლოს განააახლებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი pianetaempoli.it-ი იუწყება.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა თებერვლის მიწურულს “ემპოლის” ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და წინასწარი პროგნოზით თვენახევარი უნდა გამოეტოვებინა.  

თუმცა, ტრავმა ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა და ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელებს ამ თვის ბოლოს შეუერთდება.

0.122151