ფეხბურთი

12:24 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე “ემპოლის” სასტარტოში ვერ ხვდება

იტალიის სერია B-ს მე-6 ტურში, “ემპოლი”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან, საკუთარ მოედანზე “სიენას” დაუზავდა – 0:0.

ქართველი ფეხბურთელებიდან, მხოლოდ მჭედლიძემ ითამაშა, რომელმაც 81-ე წუთზე მასიმო მაკარონე შეცვალა. შეყილაძე გუნდის 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ემპოლის” 14 ქულა აქვს და 22-გუნდიან სერია B-ს ლიდერობს.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-9 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” თანაქალაქელ “ვერისს” 1:0 აჯობა. თორნიკე სტეფნიაშვილი მასპინძლების სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “ზიმბრუს” 13 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-7 ადგილზეა.

0.113119