იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში, “ემპოლიმ”, რომლის რიგებშიც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირიცხებიან, სტუმრად “ვირტუსთან” 1:2 წააგო.
მჭედლიძე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ამიტომ, 18-კაციან განაცხადში არ იყო. შეყილაძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. “ემპოლი” 56 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, “თრაკაი”, სადაც ბესიკ ამაშუკელი გამოდის, შინ “კრუოიასთან” 1:4 დამარცხდა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 6 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა, ამჯერად, სამატჩო განაცხადში არ იყო. საქმე ისაა, რომ ამაშუკელს 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და მატჩი ამიტომ გამოტოვა. “თრაკაის” 12 ქულა აქვს და 10 გუნდში მეხუთეა.