ფეხბურთი

15:07 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძის უიღბლო დღე

ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა, აზიის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი, შინ არაბეთის გაერთიანებული საემიროების “ალ შაბაბთან” წააგო (1:2) და გათამაშებას გამოეთიშა. არადა, უზბეკ ფეხბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდათ.

განვლილ მატჩში, მახარაძეს შანსი ჰქონდა გმირი გამხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ ისე წავიდა, რომ ანტიგმირად მოგვევლინა.

“ალ შაბაბი” პირველივე წუთზე დაწინაურდა. მახარაძემ მე-19 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. 64-ე წუთზე, სტუმრების მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ქართველ ნახევარმცველს თავზე შეეხო და “ფახთაქორის” კარში აღმოჩნდა. ანგარიში 1:2 გახდა, შედეგად, ტაშკენტელებს 7 ქულა დარჩათ და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ, ხოლო “ალ შაბაბმა” 9 ქულით მე-2 პოზიცია დაიკავა და 1/8-ფინალში ითამაშებს.

 

0.120955