ფეხბურთი

14:53 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძის მარცხი, ოქრიაშვილისა და თარგამაძის გამარჯვება

უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მე-11 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, სადაც კახა მახარაძე ირჯება, სტუმრად “ოლმალიქთან” 0:1 წააგო.

განვლილ მატჩში, ქართველმა ნახევარმცველმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა. მოქმედ ჩემპიონს “ფახთაქორს” 22 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-4 ადგილი უკავია.

უკრაინულმა მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, რომლის შემადგენლობაშიც თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაზე გამოდიან, შეკრებაზე მეორე ლიგის იალტის “ჟემჩუჟინას” 2:0 მოუგო. ქართველმა ლეგიონერებმა პირველი ტაიმი ითამაშეს. “ილიჩივეცის” ვებგვერდის ცნობით, ოქრიაშვილს გოლის გატანა შეეძლოა, მაგრამ შექმნილი სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენა.  


0.118611