ფეხბურთი

17:00 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ “ტერეკთან” წააგო

ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომლის ღირსებასაც კახა მახარაძე იცავს, თურქეთში შეკრებაზე რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ გროზნოს “ტერეკთან” ამხანაგური მატჩი 1:2 წააგო.

უზბეკების შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდს უკაპიტნა. მომდევნო საკონტროლო მატჩს ტაშკენტელები რუსეთის პირველი ლიგის იაროსლავლის “შინიკთან” ჩაატარებენ.

ლატვიაში მიმდინარე ე.წ. “ზამთრის თასზე” რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, “დაუგავპილსი” 2:1 დაამარცხა. ირაკლი კლიმიაშვილი “სკონტოს” სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.

ასევე, სასტარტოში იყო თორნიკე თარხნიშვილი, რომლის “ვენტსპილსმა” ხსენებულ ტურნირში იურმალას “სპარტაკსთან” 1:1 ითამაშა. 

0.118317