ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა, აზიის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ყატარში, ადგილობროვ დოჰას “ლახვიასთან” 1:3 წააგო.
ქართველი საყრდენი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე არ შეუცვლიათ.
“ფახთაქორმა”, რომელიც B ჯგუფში გამოდის, მიმდინარე გათამაშებაში პირველი თამაში წააგო და 6 ქულა აქვს. ჯგუფში კი, “ლახვია” გალიდერდა 7 ქულით. მათ გარდა, ჯგუფში არაბეთის გაერთიანებული საემიროების “ალ შაბაბი” (3 ქულა) და საუდის არაბეთის “ალ იტიფაქი” (1 ქულა) გამოდიან.