არგენტინული წარმოშობის ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, მაურო ხერმან კამორანეზი არ არის ის კაცი, რომელიც ბულვარული პრესის ფურცლებზე გამოჭიმვის გამო, მრავალ სკანდალს შეთითხნის და მოიგონებს. მით უმეტეს, მაურო ოჯახს მოკიდებული კაცი გახლავთ. თუმცა, როგორც ჩანს, კამორანეზის ბუნებაშიც იყივლა ლათინო-ინდიელის სისხლმა!
როგორც იტალიური პრესა წერს, “სკუადრა აძურას” ყოფილი ფეხბურთელი მისმა ცოლმა, კარინა კამორანეზიმ სახლიდან გააგდო და ამის მიზეზი მაურო ხერმანის ღალატი ყოფილა. იტალიელ-არგენტინელი ფეხბურთელი, თურმე, ყველასგან ფარულად, 25 წლის იტალიელ მოცეკვავეს ხვდებოდა და ამის შესახებ, კარინასთვის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
მაურო კამორანეზის, კარინასგან 2 ვაჟიშვილი ჰყავს და ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ცოლ-შვილი მისი სიამაყეა. კამორანეზი განსაკუთრებით შვილებით ამაყობდა და მისი ოცნება, სხვა მრავალი მამის მსგავსად, შვილების ფეხბურთელად გაზრდაა. მაგრამ, ერთხელ (ან არაერთხელ) “გვერდით გაიხედა” და...