არგენტინული ფესვების მქონე ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, მაურო ხერმან კამორანეზის ყოფილმა მეუღლემ, საბრინა კამორანეზიმ ფეხბურთელთან დაშორების შემდეგ, არაერთი ინსტანციის სასამართლო მოიარა და თავისი მაინც გაიტანა - მაურო ხერმანს ქონების 40% თავის სახელზე გადააფორმებინა.
მაურო კამორანეზის ყოფილ ცოლთან ორი შვილი ჰყავს და სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ამ ბავშვების არსებობა გაითვალისწინა. ბევრს ეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელი მოსამართლის გადაწყვეტილებას გააპროტესტებდა, მაგრამ კამორანეზი ბედს შეეგუა.
ალბათ თქვენც შეამჩნიეთ, რომ მაურო კამორანეზის ნაცოლარი ისევ ფეხბურთელის გვარზეა. საბრინა ამბობს, რომ ეს გვარი ძალიან მოსწონს და კამორანეზი იქამდე იქნება, სანამ სხვა მამაკაცზე არ გათხოვდება. ისე კი, საბრინა კამორანეზის ძველი, ანუ ჭეშმარიტი გვარი ლანსელაა. მოკლედ, ქალია და გუნება...