იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა მაურო კამორანეზიმ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში არგენტინული “რასინგის” ღირსებას იცავდა, ბუცები ლურსმანზე დაკიდა. ამის შესახებ Esondeportes-ი იუწყება.
37 წლის ნახევარმცველი კარიერის დასრულებას ივნისში გეგმავდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის – რეინალდო მერლოს კრიტიკის გამო, კლუბმა მასთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა.
“ეს ბევრს არაფერს ცვლის. ახლა თუ არა, ძალიან მალე, წასვლა მაინც მომიწევდა”, - განაცხადა არგენტინული წარმოშობის მქონე იტალიელმა.
რამდენადაც ცნობილია, კამორანეზი ფეხბურთში დარჩენას და მწვრთნელობას გეგმავს.