რომის “ლაციოს” კაპიტანი სტეფანო მაური მისთვის 6-თვიანი დისკვალიფიკაციის მისჯას უსამართლობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სასჯელის გასაუქმებლად ბოლომდე იბრძოლებს.
დღეს, სტეფანო მაურის ფეხბურთის თამაში 6 თვით იმის გამო აეკრძალა, რომა მან “ჯენოასა” და “ლეჩესთან” გამართული მატჩების გარიგების შესახებ იცოდა, მაგრამ შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ მიაწოდა. 33 წლის ფეხბურთელი მომხდარს არ უარყოფს.
“მოხარული ვარ იმის გამო, რომ “ლაციო” სეზონს დაკლებული ქულებით არ დაიწყებს.
დამეთანხმეთ, არცთუ სამართლიანია დასაჯო ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ის ჩაიდინა, რომ გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაცია სათანადო ორგანოებს არ მიაწოდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე სასჯელი მომეხსნება.
შექმნილ ვითარებაში, კაპიტნის თვისებების გამოვლენაა საჭირო. ბოლომდე ვიბრძოლებ და შევეცდები თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე რაც შეიძლება მალე გავიდე.” – აცხადებს სტეფანო მაური.